დღეს, დილაადრიან, ოზურგეთში თოვა დაიწყო და ამ დრომდე არც ისე ინტენსიურად, მაგრამ მაინც თოვს.
ჯერჯერობით, როგორც გურულები ამბობენ, თოვლმა მინდორზეც კი ვერ „მოიკიდა ფეხი“.
სინოპტიკოსების ცნობით, ხვალ უკვე უნდა გამოიდაროს.
დღეს კი, გურიაში, როგორც არასდროს ისე უხარიათ გათოვება, რადგან ნაშუაღამევს, 14 იანვარს, მოუთმენლად ელიან კალანდას. ეს დღესასწაული ხომ დღემდე განსაკუთრებით საკრალურია გურულებისთვის. არანაკლები სიხარულით ელიან საქართველოს სხვა რეგიონებშიც „ძველით ახალი წლის“ სახელით.
ავტორი