სამწუხაროა დღეა ოზურგეთის კლინიკა „მედალფასთვის“.
კლინიკის თანამშრომლები დიდ გულისტკივილს გამოხატავენ ჩვენი კლინიკის ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელის, ღვაწლმოსილი ექიმის და გულითადი კოლეგის, ჩვენი მეგობრის ლეო თოიძის გარდაცვალების გამო.
ბატონი ლეო ათეული წლები ემსახურა ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობას, ღირსეულად აგრძელებდა მისი ოჯახის, მამის – ცნობილი ქირურგის ნესტორ თოიძის ტრადიციებს, რომელსაც დღესაც გულითადად მოიხსენიებენ ოზურგეთში. ლეო თოიძის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ჩვენი სამედიცინო საზოგადოებისთვის, _ წერს კლინიკა მედალფას დირექტორი დათო მდინარაძე.
































































