ქალაქ ოზურგეთში უნივერმაღ “მეგობრობის” დირექტორზე თავდასხმა მოხდა.
როგორც ცნობილი ხდება, მას კოჭის არეში აქვს ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა. თავდასხმიდან მალევე გობრონიძე კლინიკაში გადაიყვანეს.
ამ წუთებში სამედიცინო კვლევებს კლინიკა მედალფაში გადის.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
“გურია ნიუსი” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. მის კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

































































