სოფელ ბახვის სტადიონზე ახალგაზრდული, ამხანაგური საფეხბურთო მატჩი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულ საფეხბურთო და ბაქოს ოლიმპიური აკადემიის გუნდებს შორის გაიმართა.
დაძაბული და საინტერესო ორთაბრძოლა თავდაპირველად თანაბარი უპირატესობით წარიმართა. თუმცა, მაპინძელმა გუნდმა თამაშის მსვლელობისას ბურთის ფლობის, შეტევისა და ტაქტიკური თვალსაზრისით უპირატესობის მოპოვება – შესძლო.
მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 1: 1 დასრულდა. უკვე მეორე ტაიმში კი ოზურგეთის გუნდმა შეტევითი ფეხბურთი ითამაშა, მეტოქე არ მოასვენა და შეჯიბრი დამსახურებულად, ანგარიშით 3 : 1 მოიგო.
ოზურგეთელები და ბაქოელები ერთმანეთს უკვე მესამედ დაუპირისპირდნენ. გურულებმა თავიანთ ანგარიშზე უკვე ორი მოგება და ერთი ფრე დაიწერეს.
ოზურგეთის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულ საფეხბურთო გუნდს, გოჩა კრასოტკუნი, რამდენიმე წელია წარმატებით წვრთნის. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მუნიციპალიტეტს სპორტული თვალსაზრისით არაერთი წარმატება მოუტანეს.
ოზურგეთის მუნიციპალტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული საფეხბურთო გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელები ვარჯიშებს სოფელ ბახვისა და ოზურგეთის სპორტის სასახლეში გადიან.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved