კარანტინში კიდევ ერთი ოზურგეთელი გადაიყვანეს, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს“ გურიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა არჩილ მჟავიამ უთხრა.
“ეს ადამიანი სამუშაოდ იმყოფებოდა მარნეულში და ჩამოვიდა ერთი კვირის წინ ოზურგეთში, მის მშობლიურ სოფელში. მას არ ჰქონდა სურვილი, რომ წასულიყო კარანტინში, მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. ის გადაყვანილი იქნა საკარანტინო ზონაში. მას არ აღენიშნებოდა სიცხე და ასევე, თავს კარგად გრძნობდა”, _ გვითხრა არჩილ მჟავიამ.