ოზურგეთის „არწივებმა“ თბილისის „ხვამლი“ 25:19 დაამარცხეს.
არწივების მხრიდან 2 ლელო გოჩა ჯიქიამ, 1 დათო ჩაუჩიძემ, 1 შოთა ცეცხლაძემ დადო, ზურა ჟორჟოლაძემ კი 1 ჯარიმა და 1 გარდასახვა შეასრულა.
21 მარტს გამართული მატჩი ოზურგეთის “არწივებსა” და თბილისის “ხვამლს” შორის ერთობ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა, რასაც თან დაემატა მეორე ტაიმში წამოსული კოკისპირული წვიმა, რის გამოც მორაგბეებს თამაში რთულ პირობებში მოუწიათ.