https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ოზურგეთის მერი: “სამი მილიონი გამევიქნიე და თუ ვერ გაიგებთ, მაშინ ფსიქიატრია საჭირო”

13:05; 23.05.2019
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა პროტესტის მწვავე ფორმას მიმართეს და სოფლის ცენტრალური გზა გადაკეტეს. ისინი ითხოვდნენ გაზის, წყლის, გზის და მდინარე სუფსის სანაპიროზე მდებარე სახნავ-სათესი ფართობების პრობლემის მოგვარებას. ეს უკანასკნელი საკმაოდ მძიმე პრობლემაა, რადგან ფართობების დიდი ნაწილი უკვე მიიტაცა მდინარე სუფსამ და როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხელისუფლების შეპირება, რომ მდინარეს ამ მონაკვეთზე კალაპოტს შეუცვლიდნენ, მხოლოდ საარჩევნო დაპირებად დარჩა, იმ “შედეგით” , რომ ტრაქტორი წყალში მხოლოდ სამი დღის განმავლობაში ჩააყენეს, მერე კი ეს ტრაქტორი, მისი მომყვანიც და საარჩევნო დაპირებები ერთად გაქრა.

აქციაზე თავდაპირველად გურიის გუბერნატორის მოადგილე აკაკი შენგელია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე და პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ.

_ გუბერნატორის მოადგილე ამბობს, რომ სამი თვეა, რაც ამ სამსახურში მოვიდა და პასუხს ვერაფერზე აგებს. მართალიცაა _ რა პასუხი მოვთხოვოთ ახლა ამ კაცს? მერის მოადგილის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, მაგრამ თვითონ მერი სად არის? მოვიდეს აქ! სანამ არ მოვა, ფეხს არ მოვიცვლით. არჩევნებზე კარგად დარბოდა, ეგ და სიორიძე რომ “ჭიდაობდნენ”?! ყველაფერი პრობლემაა ჩვენთვის, რომელ ერთზე გესაუბროთ? _ უთხრეს “გურია ნიუსს” აქციის მონაწილეებმა და კონკრეტული მოთხოვნები ჩამოთვალეს, რაც, მათივე თქმით, არა ერთხელ გაუხმოვანებიათ, მაგრამ მინიმალური შედეგიც არ ჩანს და საქმე ადგილიდან არ იძვრის:

თინა მითაიშვილი: _ ასეთი გასაჭირი, მგონი, ომის დროს არ იქნებოდა. ჩაის ვკრეფდი, სტახანოველი ვიყავი, გასაჭირიც მინახავს და დალხინებაც. ახლა რა ხდება? თურქეთშია ხალხი მათხოვრად გაქცეული, ოღონდაც ჩაი იყოს მოსაკრეფი. ბავშვებს უცხოეთში გახიზნული დედები ენატრებათ. გაზი აქ არ არის; ვითომ წყალი კეთდება ამდენი ხანია და საშველი არ დაადგა; სუფსამ წაიღო მთელი სახნავ-სათესი ფართობები და დათესვის თავიც არავის აქვს, რომც იყოს. გზა ბევრგან გაუკეთებელია, ასე ასრულებენ დაპირებას? ჩვენ ქუჩაში უკიდურესმა მდგომარეობამ გამოგვიყვანა…

თათია გეგეჭკორი: _ სოფელი, რომელსაც არაფერი აქვს _ არც გაზი, არც წყალი, არც გზა და არც სახნავ-სათესი _ ეს ჯუმათია. მეტი რა გითხრათ?

ნათელა ბილიხოძე: _ 14 წელია, აქ წყალი არ არის. ვაკეთებთო და რას აკეთებენ?! ამდენი ხანი კეთება გაგონილა? ხან სათავე არ ვარგაო, ხან კიდე ბოლო… მეტი თუ არ იციან, დაანებონ მაინც თავი, ნერვებს ნუ გვიშლიან.

თეა დარჩია: _ სულ მილებია გახეთქილი, საშველი ხომ არ დაგვადგა!

აქციის მონაწილე ნინო გულიაშვილი ხმამაღლა გამოთქვამდა პროტესტს პრობლემებზე, რაზეც მერიის ინფრასტრუქტურის თანამშრომელი გოჩა აბაშმაძე განაწყენდა: _ ნინო, არაფერი არ გაკეთებულა, არაფერს გეხმარებიან? შენ ცოტა დახმარება გაგიწიეს? საშენი მასალა მოგცეს და სახლი დაგახურინეს. ეს არაფერია?

_ დიდი ამბავი! წყალი, გაზი გვინდა! თქვენი მოცემული ბეტონი და ცემენტი არ აგვარებს ამ პრობლემასო.

დოდო შარაშენიძე: _ წყალწაღებულია სოფელი ჯუმათი.

თამილა ხავთასი: _ გადახედეთ ჩვენს გასაჭირს სუფსის ხიდიდან. ჯუმათის სახნავ-სათესი ფართობები ოდითგან აქ იყო და წაიღო მდინარემ. აქაურები ამ მიწით საზრდოობდნენ. მდინარის კალაპოტის შეცვლაზე იყო საუბარი არაერთხელ. ამასობაში, სუფსამ წაიღო დიდი ნაწილი და ვინაა პატრონი? გარდა ამისა, უსაშველოდ ძვირია დახვნა-დათესვის საფასური. ათას კვადრატული მეტრის დახვნაში 35 ლარის გადახდა გლეხკაცისთვის თითქმის შეუძლებელია. მეტი არაფერი სჭირდება ამ საქმეს?

ნანა დარჩია: _ შარაშენიძე მოვიდეს აქ და დანაპირებზე პასუხი გაგვცეს, არჩევნებზე რომ “იჭიდავეს” მან და სიორიძემ, გვარბენინეს, წავიდნენ მერე და ხალხი კი დავრჩით ამოშავებული.

დაგვიანებით მოვიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე, რომელსაც აქციაზე ჟურნალისტის დანახვა აშკარად არ ესიამოვნა:

_ ჰე, მოვედი, რანაირად დავილაპარაკოთ ახლა, საქმე მიეცით ახლა ვიღაცეებს ამით, _ თქვა მან (მერის ამ რეპლიკაზე ცისანა ავაკიანმა მითხრა _ “აჰა, გიკბინა, ჟურნალისტო?!” ავტ.).

შარაშენიძემ საუბარი გააგრძელა:

_ახლა რა ვქნათ?! გინდა აქ დავრჩეთ, გინდა სადმე წავიდეთ, გაქვთ პროტესტის უფლება. რანაირად დავილაპარაკოთ, მითხარით, რა ვქნათ?! სამი მილიონი ფული გამევიქინიე ჯუმათში, ასე ქვია. ახლა პროტესტი, კი, შეგიძლიათ, მარა…

_ რას ქვია, “გამეიქნიე”? რა გვჭირს შენი გამოსაქნევი?  შენი დანაპირების შესრულებას ვითხოვთ, პირველ რიგში. დაგავიწყდა, შენი გულისთვის რომ ვირბინეთ? ოთხი წელია, ყანები არ დაგვითესავს. იმდენი დანაპირებიდან, რამე მაინც შეასრულე, _ ამბობდნენ აქციის მონაწილეები.

_ თუ არ გინდათ, დაგეხმაროთ და არ გინდათ, გაიგოთ, მაშინ ზოგისთვის ფსიქიატრია საჭირო. დავსხდეთ, ვისაუბროთ, არ მოგატყუებთ, _ განაგრძობდა შარაშენიძე.

_ ჯერ არ მოუტყუებია!!! რად მინდა ახლა ამის ტყუილების მოსმენა?! კი ვიცნობ, რაც არის, _ თქვა ჯუმათის მკვიდრმა, აქციის მონაწილემ მანანა ჯორბენაძემ და სხვებთან ერთად გვთხოვა, იქნებ, დაგვეხმაროთ და ჯუმათში გუბერნატორი ამოვიდეს, ნასარაიას გვინდა, შევხვდეთო.

აქციის მონაწილეებს ჯუმათელი ნანა დარჩია გამოეყო და შარაშენიძეს მიმართა:

_ სათვალე მოიხსენი ჯერ _ ისე უნდა გელაპარაკო. თქვენს და სიორიძეს შორის რომ ბრძოლა იყო, ხომ გახსოვს? მხარი რომ დაგიჭირეთ, რას შეგვპირდი, ხომ გახსოვს? დამთავრდა არჩევნები, სამი დღე დააყენეთ ტრაქტორი წყალში, თავი მოგვაჩვენეთ და დამთავრდა ეგ ამბავიც. სახნავ-სათესი სუფსას მიაქვს. რად გვინდა გზა, გაზი და წყალი, თუ ამ გაზზე მჭადი ვერ გამოვაცხვეთ? სოფელში მეტი რა უნდა ქნას ადამიანმა?! დანაპირების შესრულებას ვითხოვთ. არავის ეხალისება ქუჩის გადაკეტვა, _ თქვა ქალბატონმა.

_ უძინარი ვარ, _ თქვა შარაშენიძემ და სათვალე მოიხსნა, _ მე თქვენზე მეტად მაღელვებს ეს ამბები წყალსადენთან დაკავშირებით. თუ გვერდში დამიდგებით, მოგვარდება პრობლემა. მაგის გამო დიდი ჩხუბები მაქვს გადატანილი. მე დაპროექტებული დავტოვე. ჩემი მეორედ მოსვლის მერე აბრალებდნენ ვიღაცეებს. სულით და გულით მინდა გავაკეთო, მარა ეს კარუსელები ტრიალებს. მე თქვენ ამირჩიეთ და დაგპირდით. უარესი ამბავი დამხვდა ახლა და თუ დამაცდით ცოტას, გავაკეთებ. სიტყვაზე ვთქვი, თორემ გამოსაქნევი რა გჭირთ?! კაი გაგებით ვთქვი. მძიმე მემკვიდრეობა დამხვდა. მილიონებია დახარჯული, გაკეთებული არაფერია და ჩემი საკეთებელია. მე თქვენზე უფრო მაზარალებს ეგ თემა. გასაკეთებელია ბევრი რამ, _ თქვა შარაშენიძემ და ამჯერად ტელეფონით სცადა “სოკარის” ხელმძღვანელებთან დაკავშირება.

_გაზის საკითხის მოგვარება ჩვენ შუამდგომლობით შეგვიძლია. ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ვთხოვთ, ახლაც პასუხს ველოდები, ვესაუბრე, რომ დროულად მოგვარდეს ეს საქმე, წყლის სათავე ნაგებობის ამბავიც მოგვარდება, გზა რომ კეთდება, კი იცით, _ უთხრა შარაშენიძემ აქციის მონაწილეებს.

მოგვიანებით, ხანგრძლივი საუბრის, კამათის და დავის შემდეგ, აქცია დაიშალა და გზა გახსნეს.

სოფელ ჯუმათის წარმომადგენელმა ოზურგეთის საკრებულოში, მერაბ ბერიძემ “გურია ნიუსთან” თქვა, რომ არც ისეა საქმე, რომ რაიმე არ კეთდება:

“ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას გზიდან ჯუმათის ცენტრის გავლით 5 კმ-ზე მეტი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ახლა მიმდინარეობს.

პროექტის ღირებულება 1 434 400 ლარია და ის რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. უახლოეს პერიოდში დასრულდება სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, რის შემდგომაც ჯუმათის მოსახლეობას წყლის მიწოდება 24-საათიან რეჟიმში აღუდგება”.

აქციის დასრულების შემდეგ, ჯუმათელებმა “გურია ნიუსთან” განაცხადეს, რომ გაზმომარაგების, წყალმომარაგების და სახნავ-სათესი ფართობების გადარჩენის მიზნით, არსებული პრობლემების მოგვარების საქმეში დროულ ღონისძიებას თუ არ გაატარებენ და კვლავ დაპირების ამარა დატოვეს, პროტესტის ფორმებს გაამწვავებენ:

_ ახლა აქ გადავკეტეთ გზა და მერე “რაიკომთან” ჩავალთ და იქ, ცხვირწინ დავუკეტავთ გზას. კარგი იქნება, ერთხელ გუბერნატორი თუ შეგვხვდება. გთხოვთ, ხმა მიაწვდინოთ, _ დაგვაბარეს მათ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"გაჭირვებული კი არა, ღატაკები ვართ!"

სპორტული აქტივობები რეგიონის მასშტაბით და გამარჯვებული მოსწავლეები

ყველა სიახლე

საზოგადოება

„დაცინვაა მასწავლებლების“ – პედაგოგი ახალ სქემასა და დაბალ ხელფასებზე

10:08; 24.01.2026
სამართალი

“ნაცნობს საფულე მოპარა და საბანკო ბარათებით პროდუქტები იყიდა”

21:09; 23.01.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

20:55; 23.01.2026
საზოგადოება

დაკავებული ტანკერიდან 5 მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა

20:12; 23.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის პროექტ Creator-ის გამარჯვებული მალე გამოვლინდება – რა უნდა იცოდე YouTube რეალითი შოუს შესახებ?

18:51; 23.01.2026
სამართალი

არასრულწლოვანის მიმართ წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 4 პირს ბრალდება წარუდგინეს

18:38; 23.01.2026
საზოგადოება

„სურები 2 ჰესის“ გზშ-ს განხილვა მოსახლეობის ერთი ნაწილი, პროტესტის ნიშნად არ დაესწრო

18:26; 23.01.2026
სამართალი

პროკურატურამ 88 პირს ბრალი წარუდგინა- ამოღებულია დიდი ოდენობით ჰეროინი, კოკაინი და მეთადონი

17:31; 23.01.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო შაბათ-კვირას

17:18; 23.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

15:58; 23.01.2026
საზოგადოება

უკანონოდ მოპოვებული ჯამში 700 კგ თევზი – ბრაკონიერობის შემთხვევები საქართველოში

15:46; 23.01.2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: კომპანიები გამოხატავენ აბსოლუტურ მზაობას, რომ ვიმუშაოთ ფასების შემცირებაზე

15:20; 23.01.2026
საზოგადოება

“თუ უკვე შეძენილი გაქვთ პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოთ”- სეს-მა Picot -ის იმპორტიორი დააჯარიმა

15:17; 23.01.2026
ფინანსები

სუხიშვილების ტრიუმფი კარნეგი ჰოლის სცენაზე | მთავარი სპონსორი – საქართველოს ბანკი

15:11; 23.01.2026
პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი: სტრასბურგმა საჭიროდ არ ჩათვალა აღნიშნული საჩივრების არც დაჩქარებული წესით განხილვა და არც არჩევნების შედეგების შეჩერება

15:04; 23.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო