ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით არაფერი იცის.
„მე არ ვფლობ ინფორმაციას, თუ რა მოხდა. მხოლოდ მედიის საშუალებით ვიგებ. აუცილებლად დავინტერესდები ამ საქმით“, _ თქვა მერმა „გურია ნიუსთან“.
ცნობისთვის, დღეს, დღის მეორე ნახევარში, ოზურგეთის საკრებულოში ერთმანეთს დაუპირისპირდა „ქართული ოცნების“ დეპუტატები და „ნაციონალი“ დეპუტატი ბესო ქათამაძე.