ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები გრეჩიხას აქციაზე ანათებენ, _ ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთელი წევრი ბესო ქათამაძე წერს.
“კორუმპირებული მერი 9 აპრილს გარდაცვლილ ნინო თოიძის საფლავს გვირგინით ამკობს, მეორეს მხრივ გრეჩიხას ამაგრებს, ამ კორუპირებულ უპრინციპოებს არც ერთი აინტერესებთ და არც მეორე, მხოლოდ თანამდებობა და სკამი სტკივათ არავინ წაართვას”, _ წერს ქათამაძე.