ორდღიანი უამინდობისა და ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარე სუფსამ სოფელ ნაგომარში მოსახლეობის კუთვნილი საყანე ფართობები დატბორა. წაღებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაწილი.
„უხვის დინების გამო, სოფელ ნაგომარში, საყანე ფართობების ნაწილი წაღებულია, საფრთხე ექმნება, ასევე ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელ სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზას.
დღის წესრიგში დგას დამცავი ჯებირების მოწყობა და ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა. მუნიციპალიტეტის მერია უახლოეს პერიოდში მიიღებს ზომებს აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად”, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას ოზურგეთის მერის მოადგილემ ოსიკო თოთიბაძემ.























































![Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:
[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]](https://gurianews.com/wp-content/uploads/2026/02/kalimamakaci-360x180.jpg)











