კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ოზურგეთში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყო – ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
პირველი თერმოსკრინინგი დაბა ნასაკირალიდან დაიწყო.
პროცედურა, ეტაპობრივად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებულ პუნქტს მოიცავს.
დაბა ნასაკირალში სამი ბლოკ-პოსტი მოეწყო. დაგეგმილია ყველა ადამიანის შემოწმება, რომლებიც ცხოვრობენ დაბა ნასაკირალში.
თერმოსკრინინგის ფარგლებში, შეფასდება მოქალაქეთა ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოხდება მათი ჰოსპიტალიზაცია და ზუსტი დიაგნოსტიკა.
დაბა ნასაკირალში არიან “ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სამართალდამცავები. თერმოსკრინინგში ჩართული არიან მოხალისეები.