ოზურგეთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის პირველ საჯარო სკოლის ხუთმა კურსდამთავრებულმა, ეროვნულ გამოცდებზე, უცხო ენაში (ინგლისური) მაღალი შეფასება დაიმსახურა.
მაქსიმალური 80 ქულიდან, გიორგი მეგრელიძემ- 79, მარიამ კილაძემ- 78, მარიამ ჩხატარაშვილმა – 76, მარიამ დავიდოვამ- 75, ნინო სუხიაშვილმა- 70 ქულა მოიპოვა.
_სხვების შედეგებიც არ არის ურიგო. პირველი სკოლა ამაყობს ამ ბავშვებით. ველოდებით გრანტებს – ამბობს სკოლის დირექტორი მაია თავართქილაძე.
„გურია ნიუსი“ წარმატებებს უსურვებს თითოეულ მათგანს.