ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შეფასებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ზედგენიძემ აცნობა.
მისივე ინფორმაციით, 2019 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შედეგების მიხედვით, ოზურგეთის საკრებულო საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით, 64 %-ით ქვეყანაში მეორე ადგილზეა:
_ ოზურგეთის საკრებულო, “ღია მმართველობა პარტნიორობის” 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად აქტიურად აგრძელებს მუშაობას, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს საკრებულოს საქმიანობას გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, ელექტრონული პლატფორმის დანერგვისა და მოქალაქეთა ჩართულობის გააქტიურების მიმართულებით, _ გვითხრა ზედგენიძემ.