ადგილობრივი თვითმართველობის ინდექსის რეიტინგების ლიდერი საკრებულო, ამჯერად კიდევ ერთი ჯილდოს მფლობელი ხდება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2017 წლის ყველაზე ღია და ანგარიშვალდებულ საჯარო დაწესებულებებს შორის დასახელდა.
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDF) შემაჯამებელ ანგარიშში _ „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2017“ ოზურგეთის თემთა მუნიციპალიტეტის საკრებულო ამ მხრივ გამორჩეულია.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ კვლევის შედეგების მიხედვით, თვითმართველი თემი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო დასახელდა 2017 წლის ყველაზე ანგარიშვალდებულ და ღია საჯარო დაწესებულებს შორის“ – ნათქვამია თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი კლდიაშვილის წერილში.
საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია მოტივაციისა და წახალისებისთვის მნიშვნელოვანად მიიჩნევს ამ კიდევ ერთ აღიარებას. მისივე განცხადებით „საკებულოს საქმიანობა მომავლშიც გამორჩეული იქნება გამჭვირვალობით, მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულებით. იგეგმება ახალი მექანიზმების დანერგვა, მათ შორისაა ელექტრონული პეტიცია, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა მაქსიმალურ ჩართულობას თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.“
ოზურგეთის საკრებულოს საქართველოში ღია მმართველობის კარგ მაგალითად ასახელებს, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც. სწორედ საკრებულოს სხდომების პირდაპირი ტრანსლირება, საანგარიშო პროცესის გამჭვირვალობა , საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და საკრებულოს საქმიანობაში ელექტრონული კვლევების დანერგვა გახდა წინაპირობა, საკრებულო გამხდარიყო ღია მმართველობის პარტნიორობის” სამოქედო გეგმისა და OGP გლობალური სამიტის მონაწილე, რომელიც თბილისში 17-19 ივლისს გაიმართება.