საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში რეგიონების სალოტბარო სკოლების, 2015-2017 წლების კურსდამთავრებულთა სასერტიფიკატო გამოცდები გასულ კვირას ჩატარდა.
ოზურგეთის სალოტბარო სკოლის კურსდამთავრებულებამ სალომე ჭანიშვილმა და სალომე ხინიკაძემ საგამოცდო კომისიისგან უმაღლესი შეფასება მიიღეს:
_ სამაგალითოდ მომზადებულები იყვნენ. მათ ზუსტად შეასრულეს ჩვენი მოთხოვნა. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები არიან. სალომე ხინიკაძემ კრიმანჭულიც კი შეასრულა, _ აღნიშნა ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ და გოგონების პედაგოგს ტრისტან სიხარულიძეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში სასერთიფიკაციო გამოცდები სულ რვა კურსდამთავრებულმა ჩააბარა.