ახლახან ცნობილი გახდა, რომ ოზურგეთის სარაგბო გუნდი „არწივები“ პირველ ლიგაში გადავიდა.
ფინალური თამაში დღეს, თბილისში შედგა, თბილისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდსა და ოზურგეთის „არწივებს“ შორის, რაც „არწივების“ გამარჯვბით დასრულდა.
_ ორი თამაშის ჯამით, 13 ქულის უპირატესობა გვქონდა და გადავედით პირველ ლიგაში. ხუთი წელია, ვიბრძვით, რომ მეორე ლიგიდან ზემოთ ავსულიყავით და არის, ასრულდა ჩვენი მიზანი! ვეცდებით, კიდევ უფრო გავახაროთ ქართველი მაყურებელი, _თქვა „გურია ნიუსთან“ ოზურგეთის სარაგბო გუნდის დირექტორმა თენგო კალანდაძემ.
„გურია ნიუსი“ ულოცავს „არწივებს“ ამ დიდ გამარჯვებას და კვლავ წარმატებებს უსურვებს.