ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში (ეკალდიდში) კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაიფქსირდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დავით ჭაკნელიძემ “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს დაუდასტურა, რომ სოფელში ეპიდემიოლოგები იმყოფებიან და ტესტირებას ატარებენ.
“სოფელ შრომის თემში შედის ეკალდიდი და იქ პირველადი მონაცემებით, კორონავირუსი დაუდასტურდა სკოლის მოსწავლეს.
ამ სკოლაში უკვე აუღეს ტესტები სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს. ასევე, ჩვენთვის ცნობილია, რომ სასწავლო პროცესი ხვალიდან დისტანციურად გაგრძელდება 12 დღის განმავლობაში“, _ გვითხრა დავით ჭაკნელიძემ.
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ინფიცირებული ბათუმში იმყოფებოდა და სწორედ იქ დაავადდა.