“ოზურგეთს ეყოლება ძალიან მაგარი მერი“, _ ეს კომენტარი “გურია ნიუსთან“ წარმოშობით ოზურგეთელმა ბიზნესმენმა დავით ჩიხლაძემ გააკეთა.
“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით სამსენებლო კომპანია “ორბის“ სამშენებლო მენეჯერი, ბიზნესმენი დავით ჩიხლაძე დღეს, თბილისში, პარტია “ ქართული ოცნების“ ოფისში იმყოფება. ის ერთ-ერთი მათგანია, ვინც აქტიურად განიხილება ოზურგეთის მერის პოსტზე.
დავით ჩიხლაძე პარტიის ოფისში დაბარების ამბავს ადასტურებს და აღნიშნავს, რომ რომ ინტერვიუს ამასთან ადკავშირებით ერთ კვირაში ექსკლუზიურად “გურია ნიუსს“ მისცემს:
“მოდით, მომეცით დრო ერთი კვირა და ინტერვიუს რამდენიმე დღში მოგცემთ, ერთ გეტყვით, რომ ოზურგეთს ძალიან მალე ძალიან მაგარი მერი ეყოლება“, _ აღნიშნა ჩიხლაძემ.
ამავე თემაზე:
ვინ არის ახალი სახე ოზურგეთის მერობის პოსტზე და ვინ ლობირებს მას