ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის, მაია ქუტიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ოზურგეთში 1 ადამიანი რჩება თვითიზოლაციაში.
„ამ ადამიანს თვითიზოლაციაში ყოფნის დრო 13 აპრილს უსრულდება. ამ დროისთვის არის სიწყნარე და სიმშვიდე. კარანტინში რჩება ხუთი პირი,“ _ გვითხრა ქუტიძემ.
ამ ეტაპზე უცნობია საბერძნეთიდან რამდენი მგზავრი დაბრუნდება საქართველოში და იქნება თუ არა მგზავრებს შორის ოზურგეთელი.