“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, დღეს დილით, ქალაქ ოზურგეთში, ი. პეტრიწის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქეებმა ასფალტზე დაგდებული ასაკოვანი მამაკაცი იპოვეს, რომელიც ტაქსით ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მას ავტომანქანა დაეჯახა და მიატოვა. დაზარალებულმა ასაკოვანმა კაცმა სამართალდამცავებს დაუდასტურა, რომ მას მანქანა დაეჯახა, თუმცა, სად და რა ვითარებაში, როგორც წყარო ამბობს, მას არ ახსოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.
ჩვენ ვეცადეთ კომენტარი მოგვეპაოვებინა ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირეტორისგან დავით მდინარაძისგან, თუმცა, ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
ასაკოვანი მამაკაცის საავადმყოფოში გადაყვანა ერთ-ერთმა ექიმმა კონფიდენციალურად დაგვიდასტურა და გვითხრა, რომ კომენტარს მხოლოდ დავით მდინარაძე გააკეთებს.