ავტოსაგზაო შემთხვევას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში 13 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა.
უბედური შემთხვევა სოფლის ეკლესიასთან მოხდა. ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა, თვითმხილველთა თქმით, მანქანა, რომელშიც ოჯახის წევრები ისხდნენ, ხრამში გადავარდა. დაშავებული მგზავრები ამ დროისთვის ოზურგეთის მედალფას კლინიკაში არიან გადაყვანილი.