ოთხი თვის შემდეგ, ოზურგეთში, წიგნების მაღაზია “ბიბლუსმა“ მუშაობა გაანახლა. როგორც “ბიბლუსში” გვითხრეს, ისინი მომხმარებლებს ჩვეულებრივ რეჟიმში მოემსახურებიან.
მაღაზიის მენეჯერის თქმით, ამ ეტაპზე დაწყებულია საზაფხულო ფასდაკლებები ნებისმიერი ჟანრის ლიტერატურაზე.
ინფორმაციისთვის, 2020 წლის 13 მარტს დილის საათებში “ბიბლუსის“ თანამშრომლებს მაღაზიის ერთი ნაწილი დამწვარი დახვდათ. ორი დღის წინ კი წიგნების მაღაზიამ ერთგული და ახალი მომხმარებლები კვლავ მიიღო.