ოზურგეთში დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში. ამის შესახებ ნათქვამია ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
„30 სექტემბერს, სამუშაო საათებში გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის პიარის სამსახურის უფროსმა ნინო ლომჯარიამ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე არაერთხელ გააზიარა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის სააგიტაციო მასალა.
30 სექტემბერს, 17:53 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურის თანამშრომელს ნათია ზედგინიძეს საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე გაზიარებული ჰქონდა „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალა“,_ ვკითხულობთ ანგარიშში.
კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა 13 ოქტომბერს.
„13 ოქტომბერს, 11:06 საათზე, საკრებულოს პრესსამსხურის ხელმძღვანელმა ნათია ზედგენიძემ „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალა გააზიარა ფეისბუქ გვერდზე“.