ამ წუთებში, ოზურგეთში, “ევროპული საქართველოს” ლიდერს გიგი უგულავას ელოდებიან.
უგულავა შეხვედრას “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” გამართავს, სადაც “ევროპული საქართველოს ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ წევრს, მიხეილ გოგოტიშვილს წარადგენს.
“როგორც გოგოტიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, ამ ეტაპზე, მის გარდა “ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის ორგანიზაციიდან არავინ წამოსულა.