ოზურგეთში, წისქვილკომბინატ „გულისტანის“ მუშები აპროტესტებენ დაბალ ხელფასს და სამუშაო პირობებს. როგორც აქ გვითხრეს, მესამე დღეა, საწარმოში არ შედიან. პროტესტის მიზეზი დაბალი ხელფასებია და ისინი გასამრჯელოს 200 ლარით გაზრდას ითხოვენ.
_მესამე დღეა გაიფიცნენ და არ შემოდიან სამუშაოდ. ისინი ითხოვენ ხელფასის გაზრდას, მაგრამ ამ ეტაპზე ამის საშუალება არ არის. საშუალო ხელფასი 650 ლარია. არის მრავალი დამამუხრუჭებელი ფაქტორი, დოლარის კურსმა აიწია. ფქვილის რეალიზება ჭირს. ადრე კარგი მუშაობა იყო. ახლა, იცით, რა სიტუაციიაა. როცა მდგომარეობა გამოსწორდება, ვპირდებით, რომ გაუმჯობესდება ანაზღაურება, თუმცა არ ისმენენ და ზეწოლით სურთ ამის გაკეთება. ახლა მათ აიყვანეს ადვოკატი. ჩვენც მივმართეთ იურისტს. განა ჩვენ არ გვინდა, ჩვენც გვინდა, რომ ხელფასები იყოს უფრო მაღალი და ყველა კმაყოფილი იყოს. რომელ ბიზნესში არ სურთ ეს ასე? მაგრამახლა რომ არ არის ამის საშუალება? – გვითხრა „გულისტანის“ მენეჯერმა მარინა ჩხაიძემ.