ოზურგეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევა დადასტურდა.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ოზურგეთში სულ დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 2188 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1456 ადამიანი, გარდაცვლია 21.
ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 711 შემთხვევაა აქტიური. ინფიცირებული პაციენტებიდან სტაციონარში 82 მკურნალობს, საკარანტინე სივრცეში 94, ბინაზე კი 535.