გასული 24 საათის განმავლობაში ოზურგეთში კორონავირუსის 1 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ამ დროისთვის სულ აქტიურია ინფიცირების 30 შემთხვევა, საიდანაც სტაციონარში 17 ადამიანი მკურნალობს. საკარანტინე სივრცეში 3, ბინაზე კი 9.