ოზურგეთში კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინის გაკეთების პროცედურა დაიწყო.
პირველად ვაქცინა კლინიკის დირექტორმა, ექიმმა დათო მდინარაძემ გაიკეთა.
მან ამით სტიმული მისცა თავის კოლეგებს და ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდა. კლინიკაში ვაქცინის გაკეთების დროს იმყოფებოდა გურიის გუბერნატორი გიორგი სახოკია და მისი მოადგილე ქეთი მოისწრაფეშვილი.