გასული 24 საათის განმავლობაში ოზურგეთში კოვიდინფიცირებული კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც „გურია ნიუსს“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, გარდაცვლილი შუა ხნის ასაკის ქალია. ის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა.
სულ ოზურგეთში 52 კოვიდინფიცირებული ადამიანია გარდაცვლილი.