ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში სასურსათო მაღაზიას მეხი დაეცა და ცეცხლი გაუჩნდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის სოფელ ცხემლისხიდში შოთა მახარაძე ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, ეს ამბავი ორი დღის წინ, გვიან ღამით მოხდა.
“მაღაზიას დაეცა მეხი და გაჩნდა ხანძარი. დროულად მოხდა ჩარევა და ხანძარი დიდხანს არ ყოფილა. მაცივარი და პროდუქტების ნაწილი გაფუჭდა“, _ გვითხრა შოთა მახარაძემ.