ოზურგეთში მეეზოვეები გაიფიცნენ, გაფიცვის მიზეზად ისინი მუშაობისთვის არასათანადო პირობებს და ხელფასების მიუღებლობას ასახელებენ.
როგორც “გურია ნიუსს” ოზურგეთის მერიის მომსახურების სერვისცენტრში განუცხადეს, მუნიციპალიტეტების შერწყმის შედეგად შეიქმნა მცირე პრობლემები, რაც მალე აღმოიფხვრება და ხელფასებსაც უახლოეს ხანში გასცემენ.