https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რის გამო გაიხარჯა ბიუჯეტიდან 187,5 ათასი ლარი ზედმეტად

10:03; 2.03.2018
ფინანსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

ლანჩხუთში 2015-2016 წლებში  გახორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სახელმწიფო აუდიტი  საკმაოდ სკანდალურ დასკვნას წერს. სახელმწიფო  მაკონტროლებელი ორგანოს ვარაუდით, ტენდერების დროს ფასების კონტროლის მიზნით, ადგილი ჰქონდა პრეტენდენტი კომპანიების მხრიდან ურთიერთშეთანხმებას, რის გამოც არ ხდებოდა თანხის დაზოგვა, რაც ტენდერის მთავარ დანიშნულებას წარმოადგენს.

იკვეთება თუ არა ყოველივე ზემოაღნიშნულში მაღალჩინოსანთა ინტერესები, ამაზე სახელმწიფო აუდიტის დასკვნა არაფერს ამბობს. თუმცა, აქვე მინიშნებულია, რომ მხოლოდ ორი ტენდერიდან არაეკონომიურად მოხდა 200 ათასი ლარის გახარჯვა, რაც სოლიდურ თანხას წარმოადგენს.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2015-2016 წლებში  „ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის“ პროგრამაზე მუნიციპალიტეტმა  19 939,0 ათასი ლარი დახარჯა, აქედან,  2015 წელს _ 10 466,6 ათასი ლარი, ხოლო 2016 წელს _ 9472, 4 ათასი ლარი.

აღნიშნული თანხით გახორციელდა ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების კეთილმოწყობა, მუნიციპალიტეტის დასუფთავება, დასასვენებელი პარკებისა და სკვერების ექსპლუატაცია-რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელისა და წყალსადენის შიდა ქსელის მოვლა-შენახვა, ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა და ასე შემდეგ.

როგორც დასკვნაშია ნათქვამი, წესისამებრ, სატენდერო წინადადების წარდგენისას პრეტენდენტი ვალდებულია, დაეთანხმოს აფიდავიტის მოთხოვნებს და დაადასტუროს, რომ მის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება შედგენილია კონკურენტისგან დამოუკიდებლად, მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით და რომ პრეტენდენტებს შორის არ ყოფილა კომუნიკაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა _ სატენდერო წინადადების ფასი, სატენდერო წინადადების წარდგენა და სხვა ამგვარი გარემოებები.

როგორც აუდიტის დასკვნაში წერია, 2015-2016 წლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა შეისყიდა ნაპირსამაგრის მოწყობის  სამუშაოები. შესყიდვის პროცესის შესწავლისას კი გამოვლინდა, რომ ტენდერში მონაწილე პირები, დიდი ალბათობით, მოქმედებდნენ შეთანხმებულად და მეტი სარგებლის მიღების მიზნით, არღვევდნენ აფიდავიტის ზემონახსენებ მოთხოვნებს.

2016 წლის ივლისში მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, სავარაუდო ღირებულებით 542 ათასი ლარი და შესყიდვის საგანს წარმოადგენდა სტიქიით დაზიანებული ობიექტების ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები. სატენდერო დოკუმენტაციით, შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს მიმდინარე და უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში უნდა ჰქონოდა ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, საერთო ღირებულებით 1,5 მლნ. ლარი, შესაბამისი  მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ჰყოლოდა სათანადო კვალიფიკაციის მქონე პერსონალი და ასე შემდეგ.

ტენდერში მონაწილეობა ხუთმა პრეტენდენტმა მიიღო.

შპს „სამკუთხედს“ არ გააჩნდა საკმარისი ანალოგიური გამოცდილება, რაც მის მიერ ატვირთული წერილიდან და ტექნიკური დოკუმენტაციიდან ირკვევა. შპს „ალფა+“ 2016 წლის 21 მარტს, ტენდერის გამოცხადებამდე სამი თვით ადრე  დაფუძნდა და მას სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ ბაზაში საერთოდ არ უფიქსირდებოდა სამუშაო გამოცდილება, რაც ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის ცნობილი იქნებოდა.

შპს „კაპიტალს“ კი, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მიხედვით, არ გააჩნდა საკმარის ნაპირსამაგრი სამუშაო გამოცდილება, რაც, ასევე, ცნობილი იქნებოდა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის ვარაუდით, ეს ფირმები ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ, რომ არ დაგდებულიყო ფასები, რითაც დაზარალდებოდა სახელმწიფო. ტენდერში მონაწილე ხუთი პრეტენდენტიდან  სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების დაკმაყოფილების რესურსი მხოლოდ ორს გააჩნდა: შპს „ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობა საქართველოში“ და შპს „პალადა“.

სატენდერო კომისიამ „ვლადნეფტპროდუქტს“ მოსთხოვა დაეზუსტებინა ორგანიზაციის გამოცდილება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ხარჯთაღრიცხვა. პრეტენდენტმა არ დააზუსტა აღნიშნული დოკუმენტაცია, რის შედეგადაც მისი დისკვალიფიკაცია მოხდა. ტენდერში გამარჯვებულად კი „პალადა“ გამოცხადდა და მასთან 542 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულებაც გაფორმდა.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, იმ გარემოებას, რომ „ვლადნეფტპროდუქტს“ გააჩნდა სათანადო რესურსი, დაეზუსტებინა ტექნიკური დოკუმენტაცია, ადასტურებს 2015 წლის აგვისტოში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერი მდინარე სუფსაზე ნაპირსამაგრის მოწყობაზე, სადაც გამარჯვებულად გამოცხადდა აღნიშნული კომპანია და 2,1 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულებაც გაუფორმდა.

გამოდის, რომ კომპანიას უკვე ჰქონდა ორმილიონიანი სამუშაო შესრულებული და გასაკვირია, რატომ ვერ წარმოადგინა დოკუმენტაცია. აუდიტის დასკვნის მიხედვით, არის ალბათობა, რომ „ვლადნეფტპროდუქტი“ და „პალადა“  ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ და მეტი სარგებელის მიღების  მიზნით, არღვევდნენ აფიდავიტის პირობებს, რომ მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, პრეტენდენტებს შორის არ უნდა მოხდეს შეთანხმება.

საბოლოოდ, სუფსაზე ნაპირსამაგრის მოსაწყობად ხელშეკრულება  შპს „პალადას“ გაუფორმდა, რომლის ღირებულებაც 62,9 ათასი ლარით აჭარბებს შპს „ვლადნეფტპროდუქტის“ მიერ საბოლოოდ შეთავაზებულ სატენდერო წინადადებას.

ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა 2016 წლის აგვისტოში მუნიციპალიტეტის მიერ სტიქიის შედეგად დაზიანებული გაბიონების აღდგენისთვის გამოცხადებულ ტენდერზე, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 709,6 ათასი ლარი იყო. შესყიდვაში მონაწილეობა მიიღო სამმა პრეტენდენტმა _ შპს „ვლადნეფტპროდუქტმა“, შპს „პალადამ“ და შპს „ალფა+“-მა. თუმცა, წინასწარვე ცხადი იყო, რომ „ალფა+“ რეალური კონკურენტი ვერ იქნებოდა, ვინაიდან  იგი ტენდერის გამოცხადებამდე ოთხი თვით ადრე დაფუძნდა და შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არ უფიქსირდებოდა სამუშაო გამოცდილება.

მიუხედავად იმისა, რომ  შპს „ვლადნეფტპროდუქტს“ რეალურად გააჩნდა რესურსი, დაეკმაყოფილებინა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნები, მან არ დააზუსტა ტექნიკური დოკუმენტაცია და ამ შემთხვევაშიც გამარჯვებულად „პალადა“ გამოცხადდა. მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება კი 124,6 ათასი ლარით აღემატებოდა შპს „ვლადნეფტპროდუქტის“ მიერ საბოლოოდ შეთავაზებულ სატენდერო წინადადებას.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნა ამბობს, რომ, სავარაუდოდ, მუნიციპალიტეტის შესაბამის პასუხისმგებელ პირებს შეეძლოთ, გამოევლინათ აფიდავიტის დარღვევის რისკები. ზემოგანხილულ ორივე ტენდერში  შპს „პალადამ“ გამოცდილების დასადასტურებლად წარმოადგინა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდინარე სუფსაზე ჩატარებული ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები. არადა, ამ ობიექტზე ის იყო შპს „ვლადნეფტპროდუქტის“ ქვეკონტრაქტორი. ამასთან, აუდიტს ამ ორი კომპანიის ურთიერთობა იმის გამოც აეჭვებს, რომ შპს „ვლადნეფტროდუქტს“ ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტისთვის 2016 წლის აპრილში აკეთის  ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად გაფორმებულ ხელშეკრულებისას წარმოდგენილი ქონდა საავანსო ანგარიშსწორების უზრუნველყოფის უპირობო საბანკო გარანტია, სადაც თავდები იყო შპს „პლადას“ დირექტორი.

სახელმწიფო აუდიტის ვარაუდით,  ზემონახსენები ტენდერებისას პრეტენდენტები მოქმედებდნენ შეთანხმებულად და არღვევდნენ აფიდავიტს მოთხოვნებს. მუნიციპალიტეტში კი შესაბამის პასუხისმგებელ პირებს არ უმსჯელიათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და არც შესაბამისი ღონისძიებები გაუტარებიათ.

თუ შევადარებთ დისკვალიფიცირებული „ვლადნეფტპროდუქტის“ სატენდერო წინადადებას, ორივე ტენდერზე, ჯამურად, 1064,9 ათასი ლარი დაფიქსირდა, მუნიციპალიტეტმა კი ხელშეკრულება შპს „პალადასთან“  1252,4 ათას ლარზე გააფორმა. მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა კი ვერ გამოავლინეს აფიდავიტის შესაძლო დარღვევის ფაქტები, რის გამოც ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 187,5 ათასი ლარით აღემატება დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებულ საბოლოო ფასს.  რის გამოც, აუდიტის დასკვნის მიხედვით,  ბიუჯეტიდან 187,5 ათასი ლარის არაეკონომიური გახარჯვა მოხდა.

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შესაბამის პასუხისმგებელ პირებს არ უმსჯელიათ აფიდავიტის დარღვევის შესაძლო რისკებზე, მაშინ, როცა ტენდერში მონაწილე პრეტენდენტები, სავარაუდოდ, არღვევდნენ აფიდავიტის მოთხოვნებს. მუნიციპალიტეტმა დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტების მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის დაუზუსტებლობის ან ხელშეკრულების  გაფორმებისგან თავის არიდების შემთხვევაში ყურადღება უნდა გაამახვილოს აფიდავიტის შესაძლო დარღვევის რისკებზე. ამასთან, შეიმუშაოს კონტროლის დამატებითი მექანიზმები პრეტენდენტების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამოსავლენად და გაატაროს შესაბამისი  სამართლებრივი ღონისძიებები“, _ ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, სადაც, ასევე, მითითებულია, რომ მუნიციპალიტეტმა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები იმ პირების მიმართაც უნდა განახორციელოს, რომელთაც  აფიდავიტის პირობების დარღვევის გამოვლენა და სათანადო რეაგირება ევალებოდათ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო

18:50; 22 სექტემბერი, 2026
მთავარი

საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

16:10; 22 სექტემბერი, 2026
ფინანსები

დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით

13:25; 22 სექტემბერი, 2026
ფინანსები

თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის

11:16; 22 სექტემბერი, 2026
ფინანსები

ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში

17:50; 21 სექტემბერი, 2026

შესაძლოა ,,შტადლერის“ საწარმო საქართველოში გადმოვიდეს

453 849 სოციალურად დაუცველი პირი _ ,,სოციალური პროგრამა ეფექტურად არ მუშაობს“

ყველა სიახლე

ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო

18:50; 22.09.2026
საზოგადოება

უხვმა ნალექმა კურორტ ლაშიჭალასთან ხიდი დააზიანა და მოძრაობა შეზღუდა

18:29; 22.09.2026
სამართალი

სასამართლომ ერთ-ერთი ქალთა საფეხბურთო კლუბის მფლობელი ბიზნესმენი სექსუალური ძალადობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო

18:13; 22.09.2026
საზოგადოება

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იტალიური ენის ჩაბარებაც იქნება შესაძლებელი

17:58; 22.09.2026
საზოგადოება

თბილისის მასშტაბით, საჯარო ბაგა-ბაღებში მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს

17:44; 22.09.2026
საზოგადოება

„ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:25; 22.09.2026
სამართალი

არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე 60 წელს გადაცილებულ პირს ბრალი წარუდგინეს

17:24; 22.09.2026
საზოგადოება

ჩოხატაურელი მოძღვარი გარდაიცვალა

17:08; 22.09.2026
საზოგადოება

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის

16:59; 22.09.2026
მთავარი

საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

16:10; 22.09.2026
საზოგადოება

CMIS: ბოლო ერთ წელში, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევის 229 შემთხვევა დაფიქსირდა

15:36; 22.09.2026
საზოგადოება

„ გაფრინდა იქ, სადაც დიდი სიყვარული ელოდება”

15:11; 22.09.2026
პოლიტიკა

ოზურგეთის მერიაში რეორგანიზაცია დასრულდა _ ვაკანსიებზე კონკურსი გამოცხადდება

13:45; 22.09.2026
საზოგადოება

ზედოზირების შემთხვევები და შესაძლო სინთეზური ოპიოიდები _ რას წერს ზურაბ სიხარულიძე

13:41; 22.09.2026
ფინანსები

დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით

13:25; 22.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო