ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე, დღეს მიიღეს განკარგულება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სსიპ–სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
კერძოდ, ეს არის სოფელ შრომაში, ეკალდიდში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2739.0 კვ.მ. მიწის ნაკვეთ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა.
_არ შეიძლება ამ ფაქტის ასე მშრალ ინფორმაციად გაცნობა. შრომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ეკალდიდში, მუნიციპალური ფონდის დაფინანსებით, აშენდა თანამედროვე სტანდარტების სკოლა, სადაც ბავშვები ახალ გარემოში შეძლებენ სწავლა-განათლების მიღებას. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი. მინდა, მუნიციპალური განვითარების ფონდს და ასევე ყველას, ვინც ჩართული იყო ამ საქმეში, მადლობა გადავუხადო, – თქვა სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ.
აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომელზეც აშენდა სკოლა, მუნიციპალური საკუთრება იყო. საკრებულოს განკარგულებით, ის გადაეცა სახელმწიფო ქონების ეროვნულ საგენტოს, შემდგომ საქართველოს განათლების და სდა მეცნიერების სამინისტროსთვის გადაცემის მიზნით.