ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მელექედურში გუშინ მომხადარი მკვლელობა გახსნილია _ ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
“მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია და ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ამოღებულია ცივი იარაღი, რითაც მოკლული იქნა მ. გ.”. – გვითხრეს შსს სამინისტროს პრესსამსახურში.
მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. საქმე აღძრულია სისხლი სამართლის კოდექსის 108 მუხლით, რაც განძრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამავე თემაზე: კიდევ ერთი მკვლელობა ოზურგეთში _ მოკლულია 42 წლის მამაკაცი