ოზურგეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, კულტურის მინისტრს და მთავრობის წევრებს ელოდებიან. როგორც ცნობილი ხდება, ისინი 14 მაისს, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის 153-ე სათეატრო სეზონის ახლად რეაბილიტირებულ შენობაში გახსნასთან დაკავშირებით ვასილ ჩიგოგიძის სპექტაკლს _ „მონატრება- ნუ გააღვიძებ“ _ დაესწრებიან.
სხვა დეტალები მთავრობის წევრების გურიაში ვიზიტთან დაკავშირებით, ამ დროისთვის უცნობია.
“გურია ნიუსი” დამატებით დეტალებს უახლოეს დროში შემოგთავაზებთ.