სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქ ოზურგეთში, ერთ-ერთ მარკეტში ნაყიდ პურში მატლები აღმოჩნდა.
“ვიყიდე ე.წ. ფოთის პური და ვნახე, რომ შიგნით მატლები იყო. როგორც ვიცი, ეს პური ფოთიდან ჩამოაქვთ. უკვე ვაცნობე ამის შესახებ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და ვნახოთ, რა მოხდება“, – გვეუბნება ერთ-ერთი მომხარებელი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსი, ნინო შეწირული ამბობს, რომ:
“ამ საღამოს შემოვიდა სოფლის მეურნეობის ცხელ ხაზზე ამბავი და დაწყებულია უკვე მოკვლევა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები მივიდნენ. როგორც გაირკვა, პური შემოდიოდა სამეგრელოს რეგიონიდან და რამდენიმე დღეში გახდება ყველაფერი ცნობილი“.