ოჯახის სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთში, წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიაში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართა. წელს საყოველთაო ჯვრისწერა ოზურგეთში პირველად ჩატარდა და მასში მონაწილეობა 6-მა წყვილმა მიიღო.
“2016 წელს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორეს კურთხევით საქართველოს ჩოხოსნების ორგანიზებით ხდება საყოველთაო ჯვრისწერა. 700-ზე მეტმა წყვილმა დაიწერა ჯვარი და დღეს საქართველოს ყველა რეგიონი შეურთდა ამ აქტივობას. დღეს 400 წყვილი დაიწერს ჯვარს ოზურგეთში“, _ გვითხრა საქართველოს ჩოხოსნების ოზურგეთის საზოგადოების წევრმა თამარ გიორგაძემ.
წყვილებს ჯვარი წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა მათემ და ბახვის წმ.ნინო სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ბესარიონმა დაწერეს.