ოზურგეთში შშმ პირთა შორის რიგით მესამე ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატი სპორტის ოთხ სახეობაში – ჭადრაკში, ნარდში, შაშსა და მკლავჭიდში მიმდინარეობდა. ტურნირის გამარჯვებული და საპრიზო ადგილების მფლობელები სპეციალურად დაწესებული თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს არჩილ თალაკვაძის ბიურომ, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გურიის მხარის ოლიმპიურმა კომიტეტმა და შპს „გლობალ ექსპორტმა”.
გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებულ გუნდს დავით ჟღენტის სახელობის გარდამავალი თასი გადასცეს გურიის გუბერნატორის მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა და საქველმოქმედო ასოციაციაცია „გურიას” ხელმძღვანელმა რომან ლომაძემ.
„ყოველწლიურად ძალიან კარგი და დასამახსოვრებელი სპორტული ტურნირის მომსწრენი ვხდებით. ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და ამ არაჩვეულებრივი ადამიანების გვერდით დგომა. ახალგაზრდებო გულითადად გილოცავთ ჩემპიონატში გამარჯვებას და მომავალ ასპარეზობაში გისურვებთ წარმატებებს”, _ აღნიშნა ქეთევან მოისწრაფეშვილმა. (R)