ოზურგეთის მუბიციპალიტეტის სოფელ ნატანებში საზოგადოებრივი ცენტრის ფოიედან სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს. აღნიშნული იბფორმაცია დაგვიდასტურა მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ნატანებში ჯონი ღლონტმა. მისი თქმით, უკვე დაიწყო მოკვლევა აღნიშნულთან დაკავშირებით.
ღლონტის თქმით, არსებობს ვიდეოკამერის ჩანაწერები.
“აპარატი დაზიანებულია, თუმცა თანხასთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს, ჯერჯერობით, თანხის დაუდგენელია რაოდენობა”.