დღეს, 7 ნოემბერს, ოზურგეთში ერთი კილოგრამი თხილის ფასი ცნობილი მეთოდით, კვლავ ერთი ცალი მარცვლის ხარისხის მიხედვით განისაზღვრება. „ბერძნულას“ ერთი მარცვალი 75 თეთრი ღირს, ზოგან 80-იც. „გულშიშველას“ კი _ 65 თეთრი. ერთი კილოგრამის ფასი 10 ცალი თხილის მიხედვით განისაზღვრება.
_ ესე იგი, ერთი კილოგრამი თხილის ფასი 7,50 , მეტიც, რვა ლარია?
_ კი არის, მარა… არ არის. სადაა მასე. ათიდან ათივე კარგი იყოს?
_ ერთი ან ორი რომ იყოს უვარგისი და დანარჩენი საღი, ერთ კილოგრამში 8 ლარს ვერ მიიღებს ჩამბარებელი?
_ ვერა, ბატონო, ვერ მიიღებს. ანგარიში არ იცით?
_ რომელიმე დროში თუ არსებობდა თხილი ისეთი დიდი რაოდენობით, სადაც ორი ან სამი უვარგისი არ გამოერეოდა? და ამიტომ ორი კაკალისთვის თითქმის ორი ლარი უნდა დააკლოთ კილოგრამში?
_ ის დრო არაა ახლა. კომუნისტები არ მოგწონდათ და ახლა ასეთი წესია. დააკლდება და მორჩა. სხვაგან ჩააბარე, თუ არ მოგწონვართ, _ გვითხრეს აბაშიძის ქუჩაზე თხილის მიმღებ პუნქტში.