დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ეპიდვითარებასთან დაკავშირებულ ინიციატივებს გამოეხმაურა.
„აუცრელი პირების ფასიანი მკურნალობის იდეა ვერ განხორციელდება იმიტომ, რომ ამას დასჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები. სხვა ყველა პუნქტში პრეზიდენტს აბსოლუტურად ვეთანხმები. დღეს მეც გადავუხადე ამისთვის მადლობა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 3 ნოემბერს მთავრობას რეკომენდაციებით მიმართა: რისკჯგუფებისთვის აცრა სავალდებულო გახდეს, საჯარო სივრცეებში შესვლისთვის კოვიდპასპორტის შემოტანა დაწესდეს, აუცრელი ადამიანებისთვის კი მკურნალობა ფასიანი გახდეს.