ტელეკომპანია იმედზე გადაცემა „დილის შოუში“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც არიან თვითიზოლაციაში, უფროსები სამსახურში დაბრუნებას ურჩევენ.
„მინდა ერთი განცხადება გავაკეთო. რამდენიმე შემთხვევა ვიცი, კერძო დაწესებულების ზოგიერთი მფლობელი ვიცი, რომ თავიანთ თანამშრომლებს, რომლებიც თვითიზოლაციაში არიან აწუხებენ სამსახურში გასვლაზე. სანამ დამისახელებია პერსონალურად ვინ აწუხებს, იმედია, გაიგებენ რა სიტუაცია არის ქვეყანაში. მინდა ყველამ გაითავისოს გინდა კერძო იყოს, გინდა სახელმწიფო – ყველა ერთნაირად ვართ,“ – აღნიშნა გადაცემაში საუბრის დროს პაატა იმნაძემ.