დღეს, 5 ნოემბერს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ პაატა შამუგიას 5 დღით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა. ის გუშინ საღამოს რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის დააკავეს.
“ვადასტურებ, რომ მე ვიყავი, ვმონაწილეობდი და გამოვხატავდი ჩემს წმინდათაწმინდა უფლებას, დავიცვა საკუთარი თავი, საკუთარი თანამოქალაქეები და ჩემი ქვეყანა იმ განსაცდელისგან, რომელშიც თავი ამოგვაყოფინა ოლიგარქიამ. მე ვფიქრობ, რომ პროტესტის გამოხატვა საფეხმავლო გზაზე კი არა, საერთოდ აღარ არის შესაძლებელი ამ ქვეყანაში, ჩვენ გავდივართ შეუძლებლობის ზღვარზე , თუნდაც ჯარიმების გამო…. დიახ, მე ვაპროტესტებდი და კი, მე გამოვხატავდი ჩემს წმინდათაწმინდა უფლებას“, – თქვა პაატა შამუგიამ სასამართლოზე.































































