პაკისტანის პრემიერ-მინისტრი „მუსლიმური ლიგის“ ლიდერი შეჰბაზ შარიფი გახდა.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, შარიფის კანდიდატურამ 201 ხმა დააგროვა.
ინფორმაციისთვის, შეჰბაზ შარიფი მთავრობის მეთაურის თანამდებობას 2022-2023 წლებშიც იკავებდა. არჩევნები პაკისტანში 8 თებერვალს ჩატარდა.