BBC-ის ინფორმაციით, პაკისტანი ირანის თავდასხმას “უკანონო აქტს” უწოდებს და ამბობს, რომ თავდასხმის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა სამი კი დაიჭრა.
ირანის განცხადებით, თავდასხმის სამიზნეს ორი ბაზა წარმოადგენდა, რომლებიც დაკავშირებულია ბოევიკთა დაჯგუფება ჯაიშ ალ-ადლთან, მაგრამ პაკისტანმა უარყო ეს და განაცხადა, რომ ირანის ამ “უკანონო აქტმა” შეიძლება გამოიწვიოს “სერიოზული შედეგები”.
ცნობისთვის, პაკისტანი მესამე ქვეყანაა ერაყისა და სირიის შემდეგ, სადაც ირანის თავდასხმა მოხდა.