41 წლის სპენსერ ლერჰემს არ გამოუტოვებია არცერთი მატჩი კემბრიჯშირის საგრაფოში მდებარე ვისბიჩის გუნდის მონაწილეობით. მის ანგარიშზეა 400–ზე მეტ საფეხბურთო მატჩზე დასწრება.
სპორტსმენებმა გადაწყვიტეს სპენსერის წახალისება და აჩუქეს მას სახლი, რომლის ფანჯრები პირდაპირ მოედანზე გადის და თამაშის ყურება შეეძლება სავარძელზე წამოწოლილს.
„საფეხბურთო კლუბი იყო ჩემი მეორე სახლი – იღიმება სპენსერი – ეხლა კი სახლი და კლუბი გამიერთიანდა!“
სპენსერს აქვს არა მარტო მატჩების ყურების, არამედ დახურულ ვარჯიშებზე დასწრების უფლებაც. იგი ახლა უკვე იმით არის ბედნიერი, რომ ამდენი სიკეთის პასუხად, მასაც შეეძლება მეგობარი ფეხბურთელები სახლში მიიპატიჟოს.