https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

    მერაბ ტურავა: ვაი, თქვე უტვინოებო. გარიცხვა კი არა, ჩემთან წინასწარი შეთანხმებით მოხდა შემადგენლობიდან გასვლა

    არქიმანდრიტი ილია თოლორაია: საპატრიარქოდან ფაქტობრივად გამომაგდეს, ბოლომდე არ მასაუბრეს – პატრიარქთან ვითხოვ შეხვედრას

    “მეტრო გაჩერდა გვირაბში, გოგო ცუდად გახდა”

    რამდენი ვიდეოჯარიმა გამოიწერა გურიაში

    პროკურატურამ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

  • ფეისბუქსტატუსები

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

    “პროკურატურა, დანაშაულის შესახებ მინდა შეგატყობინოთ” – ჯაფარიძე

    “ჭორი უსწრაფესად ვრცელდება” _ რას წერს სოციალურ ქსელში ელისო კილაძე

    ,,რავი, ხალხო, რა არ გამიშუქებია,მაგრამ ბოლო დროის ამ სიგიჟეებს მართლა ვეღარ ვუძლებ“ – ინგა გრიგოლია

    მერაბ ტურავა: ვაი, თქვე უტვინოებო. გარიცხვა კი არა, ჩემთან წინასწარი შეთანხმებით მოხდა შემადგენლობიდან გასვლა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მეწყერს 11 ადამიანი ემსხვერპლა (ინდონეზია)

    რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეუტიეს, დაშავდა 24 ადამიანი

    აშშ-ში გათოვდა – 18 000 000 ადამიანს სიფრთხილისკენ მოუწოდეს

    APA – თურქეთი საქართველოში, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას საძიებო-სამაშველო ჯგუფსა და დრონს აგზავნის

    პესკოვი: რუსეთს უკრაინაში კონფლიქტის სწრაფად დასრულება სურს, მაგრამ მხოლოდ მიზნების მიღწევის შემდეგ

    აღმოჩენილია კოღო, რომელიც მრავალ ვირუსულ დაავადებას ავრცელებს (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

    მერაბ ტურავა: ვაი, თქვე უტვინოებო. გარიცხვა კი არა, ჩემთან წინასწარი შეთანხმებით მოხდა შემადგენლობიდან გასვლა

    არქიმანდრიტი ილია თოლორაია: საპატრიარქოდან ფაქტობრივად გამომაგდეს, ბოლომდე არ მასაუბრეს – პატრიარქთან ვითხოვ შეხვედრას

    “მეტრო გაჩერდა გვირაბში, გოგო ცუდად გახდა”

    რამდენი ვიდეოჯარიმა გამოიწერა გურიაში

    პროკურატურამ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

  • ფეისბუქსტატუსები

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

    “პროკურატურა, დანაშაულის შესახებ მინდა შეგატყობინოთ” – ჯაფარიძე

    “ჭორი უსწრაფესად ვრცელდება” _ რას წერს სოციალურ ქსელში ელისო კილაძე

    ,,რავი, ხალხო, რა არ გამიშუქებია,მაგრამ ბოლო დროის ამ სიგიჟეებს მართლა ვეღარ ვუძლებ“ – ინგა გრიგოლია

    მერაბ ტურავა: ვაი, თქვე უტვინოებო. გარიცხვა კი არა, ჩემთან წინასწარი შეთანხმებით მოხდა შემადგენლობიდან გასვლა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მეწყერს 11 ადამიანი ემსხვერპლა (ინდონეზია)

    რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეუტიეს, დაშავდა 24 ადამიანი

    აშშ-ში გათოვდა – 18 000 000 ადამიანს სიფრთხილისკენ მოუწოდეს

    APA – თურქეთი საქართველოში, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას საძიებო-სამაშველო ჯგუფსა და დრონს აგზავნის

    პესკოვი: რუსეთს უკრაინაში კონფლიქტის სწრაფად დასრულება სურს, მაგრამ მხოლოდ მიზნების მიღწევის შემდეგ

    აღმოჩენილია კოღო, რომელიც მრავალ ვირუსულ დაავადებას ავრცელებს (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“პანდემიამ გაგვაგებინა იზოლირებული, გამომწყვდეული ადამიანის წუხილი“

14:25; 27.07.2021
კორონავირუსი
Share on FacebookShare on TwitterEmail

“სილამაზის გამოხატვა მიყვარს ჩემს ნახატებში… ნათელ ფერებში მიყვარს ხატვა… მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ ვიყო კარგ ხასიათზე, მაგრამ ეს “სიმძიმე“ ჩემს ნახატებში არ ჩანს“… _ ამბობს ჩვენი რესპონდენტი, რომელიც ოზურგეთის ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო ცენტრის ბენეფიციარია. ამავე ცენტრის ბენეფიციარია ჩვენი მეორე რესპონდენტიც, რომელიც, პროდუქტების გაძვირების გამო, გასაყიდად ფუნთუშებს ვეღარ აცხობს და ახლა ახალი ოცნება აქვს _ უნდა ხეხილის ლამაზი ბაღები გააშენოს….

ცენტრი ემსახურება ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებს. ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფში აღმოჩდნენ პანდემიისას, ისევე, როგორც ბავშვები და ხანდაზმულები. პანდემიამ დამატებითი პრობლემები შექმნა მათთვის; როგორც 2020 წელს შემუშავებულ  კლინიკური პრაქტიკის ეროვნულ გაიდლაინში ვკითხულობთ, “COVID-19-ის პანდემიის პირობებში, უწყვეტი ფსიქიატრიული დახმარების უზრუნველყოფა, ჯანდაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. COVID-19 პანდემია სერიოზული გამოწვევაა როგორც სათემო ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისებისთვის, ასევე ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურებისთვისაც. მწვავე ფსიქოზურ მდგომარეობაში მყოფი ინფიცირებული პაციენტი შეიძლება იყოს აგზნებული, აჟიტირებული ან ავლენდეს აგრესიას, არ ემორჩილებოდეს მედპერსონალს და უარს აცხადებდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მკურნალობაზე“.

ა(ა)იპ “ოზურგეთის ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო ცენტრის“  უფროსი, ექიმი-ფსიქიატრი ნანა მდინარაძე ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში, მობილური გუნდის წევრები _ ექიმი, მედდა, სოცმუშაკი რეგულაციების სრული დაცვით, ღია სივრცეში აწოდებდნენ საჭირო რაოდენობით მედიკამენტებს პაციენტებს, რომლებსაც განსაკუთრებული ფსიქიკური პრობლემები აქვთ.

“ამ პერიოდში გაგვიმწვავდა ერთი პაციენტის მდგომარეობა, თუმცა, შევძელით ფსიქო პათოლოგიური სიმპტომატიკის კუპირება ექიმის და მედდის აქტიური ჩართულობით სახლის პირობებში.

 ჩოხატაურში გვყავს პაციენტი, რომელიც ფსიქიკური პრობლემების დადგომამდე მუშაობდა საკონდიტრო საამქროში; მისი სურვილი იყო ელექტროსაცხობი ღუმელის შეძენა, რასაც უსახსრობის გამო ვერ ახერხებდა და ოცნებობდა საყვარელი საქმიანობის გაგრძელებაზე. ჩვენი სოციალური მუშაკის და ჩოხატაურის მერიის თანადგომით, ჩვენ შევძელით დავხმარებოდით პაციენტს მიზნის მიღწევაში, რაც მისთვის პანდემიის პირობებში მუშაობის და კარგი განწყობის მოტივაციაა.

რაც მთავარია, არ გვქონია შემთხვევა პანდემიის პერიოდში, რომელიმე პაციენტი დაინფიცირებულიყო კორონავირუსით“.

ნანა მდინარაძის თქმით, ა(ა)იპ “ოზურგეთის ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო ცენტრი“ 40 ბენეფიციარს ემსახურება და სწორედ ამ ორმოც ბენეფიციარს ეხმარებოდა მისი გუნდი ადგილზე წამლების მიტანის სერვისით. ერთ-ერთი მათგანია ჩვენი რესპონდენტი, ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები მამაკაცი, პროფესიით – მხატვარი, დ.ს-ძე. განსაკუთრებით უყვარს პეიზაჟების, პორტრეტების და ნატურმორტების დახატვა, თუმცა, ამ ეტაპზე, მხოლოდ გრაფიკულ ნამუშევრებს ქმნის. თუ რატომ, ამას მოგვიანებით გაგიმხელთ…

_ დავიბადე ოზურგეთში 1966 წელს. დავამთავრე ქალაქ ოზურგეთის საჯარო სკოლა. მინდა გითხრათ, რომ ბავშვობიდან ვხატავდი და აქედან გამომდინარე ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში. ბავშვობაში კი, მეოთხე კლასიდან დავდიოდი სამხატვრო სკოლაში. ოთხი წელი ვისწავლე. სკოლის დასრულების შემდეგ, ვემზადებოდი პროფესორთან თბილისში და აკადემიაში ჩავაბარე. ქანდაკებას და ხატვას ვსწავლობდი; რაც შეეხება ფერწერას, ის ჩემით ვისწავლე.

რომ ჩავაბარე სასწავლებელში, შემდეგ გავხდი ცუდად, ფსიქიკური პრობლემები მქონდა, საავადმყოფში დამაწვინეს, მაგრამ იმდენად მინდოდა სასწავლებლის დამთავრება, რომ არ ვიცი… მოკლედ, წარმატებით დავამთავრე სწავლა-განათლება და შემდეგ ჩამოვედი ოზურგეთში. 1991 წელს დავუბრუნდი მშობლიურ ქალაქს და ვცხვოვრობ შეძლებისდაგვარად.

ოზურგეთში სამი პერსონალური გამოფენა გავაკეთე და ასევე ვიღებდი საერთო გამოფენებში მონაწილეობას.

იშვიათად იყიდება ჩემი ნახატები. მახსოვს, ერთხელ, ქალაქ ოზურგეთის ყოფილმა მერმა თამაზ კუნჭულიამ იყიდა და შემდეგ ქალაქის #1 საჯარო სკოლას გადასცა საჩუქრად. თბილისშიც წავიღე ნახატები და ორი ნახატი ამერიკაში მცხოვრებმა იყიდა.

 ამ ეტაპზე, გრაფიკულ ნამუშევრებით ვარ დაკავებული _ “უცნაური ტიპაჟების“ პორტრეტებს ვხატავ,  რადგან ფუნჯები, საღებავები ძვირია, თან, მარტო თბილისში იყიდება… გრაფიკისთვის სახატავი რვეულები და ფანქრები იაფი მიჯდება. ხატვაა ჩემი ცხოვრების გაგრძელების კრედო.

სილამაზის გამოხატვა მიყვარს ჩემს ნახატებში, ნათელ ფერებში მიყვარს ხატვა… მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, არ ვიყო კარგ ხასიათზე, მაგრამ ეს “სიმძიმე“ ჩემს ნახატებში არ ჩანს…

 პანდემიის დროს, ჩემი ერთ-ერთი წამლის შოვნაზე იყო შეფერხება, მაგრამ ეგრევე მოხდა სხვა წამლებით ჩანაცვლება და ეს საკითხი მოგვარდა… სახლში ვიყავი, არ მიწევდა ქუჩაში გასვლა. ფაქტობრივად, ტელევიზორიდან ვიღებდი ინფორმაციას და იმასაც ნაკლებად ვუყურებდი _ მაგის თავი არ მქონდა“, _  გვითხრა ჩვენმა რესპონდენტმა, რომელსაც ნათელ ფერებში ხატვისთვის “მხოლოდ“ საღებავები სჭირდება! თუმცა, არ წუწუნებს და ამბობს, რომ ორი სახელმწიფო პროგრამიდან მისი ყოველთვიური შემოსავალი – 190 ლარი, მისთვის საკმარისია:

“ეს თანხა ჩემთვის საკმარისია. ჩემი ოჯახის წევრები მეხმარებიან, ასევე, მეზობლები მაქცევენ ყურადღებას“, _  გვითხრა მან.

ჩვენი მეორე რესპონდენტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები თ.მ-ძე თბილისში ცხოვრობდა, მაგრამ ახლა საკუთარ კარმიდამოს დაუბრუნდა. პანდემიამდე, იგი ფუნთუშებს აცხობდა, ახლა კი ახალ პროექტზე – ხეხილის ბაღის გაშენებაზე ოცნებობს.

„ამ ეტაპზე ვეღარ ვუწევ რეალიზებს ჩემს პროდუქციას, რადგან კორონავირუსის დროს, პროდუქტების ფასი გაიზარდა და აქედან გამომდინარე, მეც მომიხდა ფასის მომატება ჩემს მიერ გამომცხვარ ფუნთუშებზე. ერთი ფუნთუშის ფასი 80 თეთრი გახდა და მომხარებელს ფასი ეძვირა.

წელს მიყიდეს ელექტრო საცხობი და ასევე მომიტანეს პროდუქტები, მაგრამ ამ პროდუქტებით რამდენიმე თვე გავიტანე თავი…

თბილისში სამი წელი ვმუშაობდი საკონდიტროში; შემდეგ დაიხურა და უკვე 12 წელია, ჩოხატაურში დავბრუნდი საცხოვრებლად დედასთან და ძმასთან.

უფრო მეტად მაშინ მქონდა პრობლემები, როდესაც უმუშევარი ვიყავი.  ფსიქიკური კუთხით დამჭირდა დახმარება, თუმცა, ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ.

მინდა განვახორციელო ახალი პროექტი _ მივწერ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიას, რომ ფინანსურად დამეხმაროს, რომ მოვახერხო ერთი ადგილის შეღობვა და იქ გავაშენო ხეხილის ბაღი. ჩემთვის უმუშევრობა პირდაპირ უკავშირდება ავადმყოფობას და აქედან გამომდინარე, რაც შეიძლება ბევრი საქმე მინდა გავაკეთო, როგორც ჩემთვის ისე საზოგადოებისთვის“, _ გვითხრა თ.-მ-ძემ.

შპს “მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის ფსიქიატრიული კაბინეტის ექიმი-ფსიქიატრი მანანა გოგუაძე: „პანდემია რომ დაიწყო, ჩვენ გვქონდა სპეციალური ინსტრუქცია, რომლითაც ვხელმძღვანელობდით. ამ პროგრამის მეშვეობით, თვეში ერთხელ ხდებოდა ექიმის უფასო ვიზიტი და მედიკამენტების მიტანა. ასევე იყო რეკომენდაცია, პაციენტებისთვის, ვინც სახლში გადიოდნენ მკურნალობას, პანდემის დროს ორი თვის სამყოფი მედიკამენტები მიგვეცა. ეს უფრო იმ პერიოდში ხდებოდა, როდესაც გადაადგილების პრობლემები იყო.

მინდა გითხრათ, რომ მერის წარმომადგენლები სოფლებში და საკრებულოს წევრები ძალიან აქტიურობდნენ და ვისაც დაჭირდა საავადმყოფოში გადმოყვანა, ძალიან ეხმარობოდნენ. განსაკუთრებული პრობლემები არ შექმნილა, პაციენტებს ტელეფონით ვუკავშირდებოდით და კონსულტაციებს ვუწევდით“.

ეკა ჭყონია, „საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების” თავმჯდომარე ყურადღებას ამახვილებს დისტანციური მომსახურების პირველ ეტაპზე არსებულ პრობლემებზე:

“კორონავირუსის გავრცელების დასასწყისში უფრო მეტად პრობლემა იყო მობილური გუნდების შექმნა და ამბულატორიული მომსახურება. დისტანციური მომსახურება ახალი სერვისი იყო ყველასთვის, მაგრამ ნელ-ნელა ეს საკითხი დაიხვეწა.

ჩვენ, მაგალითად, დავამატეთ კომპიუტერები და სმარტფონები ამბულატორიებისთვის და მობილური გუნდებისთვის, რათა უფრო ეფექტურად დავხმარებოდით პაციენტებს. პროტოკოლი შედგა და ამ პროტოკოლის მიხედვით ხდებოდა პაციენტების მონახულება. პაციენტებს, რომლებიც აღრიცხული არიან ბინაზე მომსახურების სერვისში, აუცილებლად სჭირდებათ მონახულება, წამლის მიტანა.  ამ ადამიანებთან შეხვედრა ყველა პირობების დაცვით ხდებოდა“.

თიკო ცომაია, პროფესორი, სოცმედია ჯგუფის “ღია“ წევრი: “როგორც კი დაიწყო პანდემია, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა; მქონდა ფეისბუქ ჯგუფი “ღია“, რომელიც, ზოგადად, მიზნად ისახავდა ფსიქიკური ჯანმრთელობის  ხელშეწყობას, სტიგმის შემცირებას, უფრო თემზე დაფუძნებული ორგანიზაციების პრომოუშენს…

 კოვიდის დროს, პრაქტიკულად, ყველანი ინსტიტუციის მიერ გამოკეტილები აღმოვჩნდით და ამ იზოლაციამ, კოვიდ საფრთხემ გაგვაერთიანა.

ჩვენ ყველამ უკვე ვიცით, თუ რას ნიშნავს კარჩაკეტილობა, როცა არ შეგიძლია გარეთ გახვიდე… კოვიდმა დაგვანახა, ერთი მხრივ, რა რთულია იზოლაცია და მეორე მხრივ, ვფიქრობ, გაგვაერთიანა იმ ადამიანებთან, გაგვაგებინა მათი წუხილი, რომლებიც, რატომღაც გამომწყვდეულები გვყავს ინსტიტუციებში.  ჩვენ მაინც ვართ საბჭოთა ინერციით საბჭოთა სისტემის მემკვიდრეები და ჯერ კიდევ ინსტიტუციები არსებობს ქვეყანაში _ წესიერი ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები ადამიანმა უნდა მიიღოს სახლში ან ისეთ ღია დაწესებულებაში, სადაც ჩვეულებრივად, როგორც თავი, ფეხი ან თვალი აგტკივდება და არ გესირცხვება, ისე მიდიხარ ექიმთან ან შენთან მოდის ექიმი. ასევე უნდა იყოს ფსიქიკურ ჯანმრთელობაში, მაგრამ, სამწუხაროდ, სტიგმის გამო და იმის გამო, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ინსტიტუციები, ეს ასე არ არის.

 პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, თუ რა უფლებები აქვს; მოითხოვოს საუკეთესო სერვისები და ეს არის თემზე დაფუძნებული სერვისები; და, რა თქმა უნდა, აუცილებელია ინტეგრაცია თემში _ ყველა ადამიანს შეუძლია გააკეთოს რაღაც საზოგადოებისათვის და მისი პოტენციალი გამოყენებული იქნას სრულად, მიუხედავად მისი ფიზიკური თუ ფსიქიკური პრობლემისა“.

თიკო ცომაია თვლის, რომ პანდემიამ, როგორც უდიდესმა გამოწვევამ,ბევრი სიკეთეც მოიტანა – ადამიანებმა უფრო ფრთოდ გაახილეს თვალები და პრობლემების მიმართ უფრო ღია გახდნენ. მაგრამ წინსვლისა და ფსიქიკური კეთილდღეობის კონცეფციის გასახორციელებლად, საზოგადოების მხრიდან საკუთარი უფლებების ცოდნა და სერვისების მოთხოვნაა საჭირო.

 

_ კარჩაკეტილობაზე გკითხავთ; რამდენად იმოქმედა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებზე ლოკდაუნმა? ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, უფრო გართულდა თუ არა სიტუაცია ჩაკეტვის ან აცრების გვიან დაწყების გამო?

თიკო ცომაია: _ ვაკვირდებოდი სხვა ქვეყნის კვლევებს და ჩვენთანაც, კოვიდის დროს ნამდვილად გაიზარდა დეპრესია, გაიზარდა შფოთვა (შფოთვითი აშლილობა), გაიზარდა ალკოჰოლური და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება. გლობალური და ადგილობრივი პრობლემები პანდემიის დროს კიდევ უფრო მეტად იწვევს ადამიანის შეშფოთებას, მათ შორის იმ ადამიანების შეშფოთებას, რომელსაც უფრო მეტი პრობლემები აქვს, ვიდრე ტიპურ ადამიანებს. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ გაიზარდა დეპრესია, შფოთვა და როგორც ვხედავთ _ აგრესიაც, ძალადობაც! და ეს ამოფრქვევა, რაც ვნახეთ, ძალიან გულის შემძვრელი, სწორედ ამის შედეგი მგონია… და ვნახეთ, რომ საპასუხო რეაქციაც არ არის სათანადო და ასე ხდება საზოგადოების წყობიდან გამოსვლა.

დასკვნა რა არის აქედან? უფრო მეტი ძალისხმევა გვჭირდება, რომ გავუმკლავდეთ იმ პრობლემებს, რომლებიც ისედაც გვქონდა და პლუს _ პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს. და რადგან არ ჩანს დიდი აქცენტები ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, თუნდაც ამ არჩევნებზე უნდა მოვთხოვოთ ჩვენს პოლიტიკოსებს, მიაქციონ ყურადღება ფსიქიკურ ჯანმრთელობას, რადგან ფსიქიკური ჯანმრთელობის გარეშე არ შეიძლება იყოს ჯანმრთელობა. პანდემიამ ხომ სწორედ ეს დაგვანახა _ ჩვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა არის ყველაფერზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ფული, ვიდრე ძალაუფლება, ვიდრე სხვა რამ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბარში თიკო ცომაიამ.

სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, ნათქვამია, რომ სახელმწიფოსვის მნიშვნელოვან გამოწვევად ისევ რჩება ფსიქიკური ჯანმრთელობა და ხარისხიანი ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისით მოსახლეობის უზრუნველყოფა:

„მნიშვნელოვანია, რომ 2020 წელს დასრულდა „ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტისა“ და 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადა.  როგორც ანგარიშშია ნათქვამი, სამოქმედო დოკუმენტის შესრულების თაობაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, “არ შემუშავებულა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა სუიციდის პრევენციის სტრატეგია; არსებითი ცვლილებები არ მომხდარა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციისა და რეაბილიტაციაზე დაფუძნებული სერვისების განვითარების მიმართულებით; კვლავ არ არსებობს სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია“.

ანგარიშში წერია, რომ სახელმწიფომ, 2015-2020 წლის სამოქმედო დოკუმენტის შესრულების მდგომარეობის შეუფასებლად დაიწყო ახალი სტრატეგიის შემუშავების პროცესი.  2020 წელს კი კორონავირუსით გამოწვეულმა ვითარებამ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა დაცვისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის პრევენციისთვის საჭირო დამატებითი ზომების მიღების აუცილებლობა წარმოშვა“

„მისასალმებელი იყო კოვიდ-19-ის პირობებში, პაციენტთა უსაფრთხო მართვის მიზნით ფსიქიატრიული სერვისების პაციენტთა მართვის სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცება, თუმცა, პრობლემად გამოიკვეთა მისი პრაქტიკაში შესრულება _ სახალხო დამცველის აპარატის მიერ, ფსიქიკური ჯანდაცვის სტაციონარულ და სათემო ამბულატორიულ სერვისებში, „ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისებში პაციენტის უსაფრთხო მართვა COVID-19 პირობებში“ გაიდლაინის მოთხოვნების შესრულების ხარისხის შეფასების მიზნით ჩატარებული მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ “შემოწმებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის უმრავლესობა არ იცნობს ამ დოკუმენტს და კორონავირუსის პრევენციის წესები „ლოგიკურ ცოდნას“, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ვირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებულ ზოგად რეკომენდაციებს ეფუძნება. ამ შემთხვევაშიც კი, თითქმის არსად დოკუმენტურად არ დასტურდება მათი დაცვის ხარისხი. ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებათა უმრავლესობას არ შეუცვლია პროტოკოლის შესაბამისად მუშაობის წესი და დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე არ გადასულა. ვიზიტის ჩასანიშნად პაციენტებთან წინასწარ დაკავშირება არ არის დამკვიდრებული პრაქტიკა და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში მიმართავდნენ, ძირითადად, შორეულ რეგიონებში მცხოვრები პაციენტების შემთხვევაში. შესაბამისად, პაციენტების ნაკადი ვერ კონტროლდებოდა. ერთადერთ მიღებულ პრაქტიკად იკვეთება პაციენტებისთვის მედიკამენტების 2 თვის მარაგის მიწოდება, თუმცა ესეც კონკრეტული მედიკამენტის საკმარისი მარაგის არსებობაზე იყო დამოკიდებული.  მონიტორინგის შედეგად, შემოწმებული დაწესებულებების უმეტეს ნაწილში გართულებულია სანიტარული და ჰიგიენური პირობების დაცვა: სათანადო წესით დაუმუშავებელი დეზობარიერები, პაციენტებისთვის ხელმისაწვდომად არასაკმარისი სადეზინფექციო საშუალებები, სხვადასხვა ზედაპირების წმენდისა და დეზინფექციის პერიოდულობა, თერმოსკრინინგის ფორმალურად არსებობის მიუხედავად, მისი პრაქტიკაში ჩატარება და აღრიცხვა. ასევე არ მიმდინარეობდა პაციენტების ვირუსის სიმპტომებზე გამოკითხვა. გარდა ამისა, დაწესებულებათა ნაწილში არსებული მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობა არ იძლევა ვირუსის თავიდან ასარიდებლად დადგენილი წესების დაცვის შესაძლებლობას. ვირუსისგან თავის არიდების წესების სრულყოფილად დაცვას ასევე შეუძლებელს ხდის დიდი ზომის სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებების გადატვირთული გარემო“, _ წერია ანგარიშში.

2020 წელს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მომზადებულ კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) – “ფსიქიკური ჯანმრთელობა და COVID 19“-ის შესავალში   აღწერილია, თუ როგორი დამანგრეველი გავლენა მოახდინა პანდემიამ პირველ რიგში, ადამიანის ფსიქიკურ კეთილდღეობაზე – გაიზარდა შიში და შფოთვა: “ფსიქოლოგიური გართულებებიდან აღსანიშნავია როგორც ინფიცირებასთან დაკავშირებული შფოთვა და შიში, ასევე საკარანტინე ზომების მიღებით გამოწვეული იზოლაცია, მარტოობა, დეპრესია, ალკოჰოლისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების ჭარბი მოხმარება. არეალებში, სადაც ინფექციის გავრცელების გამო შეზღუდულია გადაადგილება, ფსიქიატრიულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა გართულებულია, როგორც სერვისის მოსარგებლე პაციენტებისთვის, ასევე იმ პირებისთვის, რომლებსაც პანდემიის პირობებში ფსიქიკური აშლილობები განუვითარდათ“.

ჩვენ შევეცადეთ თქვენთვის მოგვეწოდებინა ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი პირია სახელმწიფო ზრუნვაში ჩართული და რამდენი საჭიროებს სერვისების მიღებას; აღმოჩნდა, რომ ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს _ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში 120 ათასამდე ადამიანი უნდა იღებდეს ამბულატორიულ დონეზე მომსახურებას. რეალურად კი დახმარებას სამჯერ ნაკლები, 30 ათასიდან 40 ათასამდე ადამიანი იღებს. ამის მიზეზად ზრუნვიდან მოხსნის რეგულაციის არარსებობა სახელდება  _ ყველა პირი, რომელიც ერთხელ მაინც არის ნამყოფი ამბულატორიაში და მის სახელზე ანკეტა გაიხსნა, აღრიცხვაზე რჩება, მიუხედავად იმისა, სარგებლობს თუ არა ამბულატორიული სერვისით.

რაც შეეხება მსოფლიო სტატისტიკას; მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა დაახლოებით მილიარდ ადამიანს აწუხებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ მეოთხე ოჯახში ერთ წევრს მაინც აღენიშნება ფსიქიკური დაავადება. სამწუხაროდ, მიუხედავად პრობლემის სიდიდისა, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა ადამიანთა მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს.

ავტორები: გიორგი გირკელიძე, ლისა კოროშინაძე

თიკო ცომაიაკორონავირუსიმანანა გოგუაძენანა მდინარაძე
გაზიარება11Tweet7Send

ამავე კატეგორიაში

კორონავირუსი

ახალი კორონავირუსი აღმოაჩინეს, რომელმაც შესაძლოა გლობალური პანდემია გამოიწვიოს

14:04; 9 ივნისი, 2025
კორონავირუსი

WHO: კოვიდი ჯერ კიდევ ჩვენთანაა, ევროპაში ტესტების 20% დადებითია

19:50; 13 აგვისტო, 2024
კორონავირუსი

აზერბაიჯანში, კორონავირუსის გამო სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გახანგრძლივდა

15:16; 25 ივნისი, 2024
კორონავირუსი

გაზრდილი კოვიდ ინფიცირების შემთხვევები- ჰავაიში საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

15:21; 13 ივნისი, 2024
კორონავირუსი

კაცმა კოვიდვაქცინა 217-ჯერ გაიკეთა (უცხოეთი)

11:50; 6 მარტი, 2024

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს

ვის გადავუხდით ელექტროენერგიის საფასურს ხვალიდან?

ყველა სიახლე

საზოგადოება

„სინათლე არ უნდა ჩაქრეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სრულ ვაკუუმში აღმოვჩნდებით“

21:01; 15.11.2025
მსოფლიო

მეწყერს 11 ადამიანი ემსხვერპლა (ინდონეზია)

19:50; 15.11.2025
საზოგადოება

“ეს დეკანოზი ეკლესიისთვის საშიშ და დამღუპველ სწავლებას ავრცელებს” _ არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია

18:20; 15.11.2025
საზოგადოება

“ამ დღეებში უცნაური სიმპტომები თუ შენიშნეთ” _ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი

18:08; 15.11.2025
სამართალი

სისხლიანი დაკრძალვა: ვინ სცადა “კანონიერი ქურდის” მოკვლა – “იახტაზე დამცირება არ აპატია…”

17:58; 15.11.2025
სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

17:31; 15.11.2025
საზოგადოება

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

16:43; 15.11.2025
ფეისბუქსტატუსები

„ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

15:07; 15.11.2025
სამართალი

საპატრულოს თანამშრომელი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს – შსს

15:03; 15.11.2025
პოლიტიკა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ საერთაშორისო პარტნიორებს ღია წერილით მიმართავს

14:56; 15.11.2025
საზოგადოება

ავტობუსი გაჩერებას შეეჯახა – არის მსხვერპლი (უცხოეთი)

14:24; 15.11.2025
საზოგადოება

რა განისაზღვრება ახალ სამართალდარღვევად, რის გამოც მძღოლები 100 ლარით დაჯარიმდებიან

13:46; 15.11.2025
პოლიტიკა

შემოაგდეს თემა, თითქოს, ჩვენ მშენებარე ეკლესია დავანგრიეთ _ კალაძე

13:37; 15.11.2025
სამართალი

მცირეწლოვანზე ფიზიკურად იძალადა _ დაკავებულია ძიძა

13:27; 15.11.2025
საზოგადოება

შენარჩუნდება თუ არა მე-12 კლასი _ მინისტრის მოადგილე რეფორმის შესახებ

10:31; 15.11.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

„ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

15:07; 15.11.2025
0

default

“ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

14:54; 14.11.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო