“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კლინიკური სექტორი ვერ აუვა გაზრდილი ნაკადების მართვას.
“ყველაფერს ზღვარი აქვს, ჯანდაცვის სექტორი უნდა გამოვცადოთ ზეზღვრულ დატვირთვებზე. უკვე მეხუთე ტალღის პიკია, მაგრამ, ჯერჯერობით, ექიმის გარეშე არავინ დარჩენილა. უნდა შევიკავოთ თავი შეკრებებისგან, თუ 9000-მდე ავა ინფიცირებულთა მაჩვენებელი, კლინიკური სექტორი მართვას ვერ აუვა,”- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.