ქართველი პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე (+100კგ) პარალიმპიური თამაშების ფინალშია.
ჩიკოიძემ ტოკიოში ასპარეზობა მეოთხედფინალიდან დაიწყო, სადაც იაპონელ კენტო მასაკის იპონით სძლია. ნახევარფინალში ჩიკოიძემ უზბეკი შირინ შარიფოვი ვაზარით დაამარცხა.
ფინალში რევაზ ჩიკოიძის მეტოქე ირანელი მოჰამადრეზა ხეიროლაზადე იქნება.