ალბათ, თეთრი სახლის ყველაზე საშინელი მოჩვენება კატაა. ის ერთი მათგანია, რომელიც 1800 წელს შეუშვეს თეთრ სახლში, თაგვების გასანადგურებლად.
ეს მოჩვენება თეთრი სახლის სარდაფში ბინადრობს. ყველა მისი მნახველი ამბობს, რომ შავია, აქვს ცეცხლოვანი თვალები. მსხვერპლის წინ ჩნდება ჯერ როგორც საყვარელი კნუტი, შემდეგ კი ზომაში იზრდება და აგრესიული ხდება, თავს ესხმის ადამიანებს და ისეთ ჭრილობებს უტოვებს, რომლებიც ძნელად ხორცდება.
საინტერესოა რომ ეს კატა ნაციონალური პრობლემების პერიოდში ჩნდება. ის ნახეს 1929 წელს საფონდო ბირჟის აგორების დროს, ჯონ კენედის სიკვდილის წინ და სხვა სერიოზული დრამატული ამბებისას.